Triptravel

მოგზაურობა,როგორც მკურალობა

უმეტესობა ალბათ დაგვეთანხმება, რომ მოგზაურობა ძალიან კარგია. ფსიქოლოგებიც გვირჩევენ, შეძლებისდაგვარად ხშირად ვიმოგზაუროთ. გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება, რომელიც მოგზაურობას ნამდვილად შეგაყვარებთ.

1 კვლევები გვიჩვენებს, რომ თანხა, რომელიც მოგზაურობაში დაიხარჯა, ბევრად უფრო დიდ ბედნიერებას განიჭებთ, ვიდრე თანხა რომელიც რაიმე ნივთის შძენისას დახარჯეთ.
2. მოგზაურობის პერიოდში ადამიანების 89% სტრესის მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის.
3. მოგზაურობა დეპრესიის დაძლევაში გეხმარებათ.
4. მოგზაურობისას თქვენ უფრო ბედნიერი ხართ. იჩენთ ახალ მეგობრებს, აგროვებთ დაუვიწყარ მოგონებებსა და ემოციებს.
5. მეცნიერების მიერ დადგენილი ფაქტია, რომ მოგზაურობისას საგრძნობლად იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. და ბოლოს, ყოველდღიური რუტინისგან თუნდაც მცირე ხნით დასვენება გვაძლევს საშუალებას ჩვენს ცხოვრებას სხვანაირად შევხედოთ, დავიწყოთ იმის დაფასება, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით და ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდით. შევწყვიტოთ წვრილმანებზე წუწუნი და მადლიერები ვიყოთ ყველაფრისთვის რაც გვაქვს!

Leave a Reply