Triptravel

რჩევები, თუ როგორ დავზოგოთ ფული ევროპაში მოგზაურობის დროს

 

ევოპაში მოგზაურობა არც ისეთი იაფია, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განსაზღვრულ ბიუჯეტსაც გადააჭარბოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც გაგიადვილებთ ფულის დაზოგვას:

იმოგზაურეთ როცა სეზონი არ არის
ევროპაში ზაფხულში დასვენება ძვირი სიამოვნებაა. ეს არის გადატვირთული სეზონი, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად კი რამდენიმე საათი რიგში დგომაც მოგიწევთ. მაგალითად, დასვენება ვენეციასა და ფლორენციაში ზაფხულობით არაკომფორტულია ხალხმრავლობის გამო.
გაზაფხული და შემოდგომა სამოგზაუროდ სასიამოვნო სეზონია. ავიაბილეთების ფასიც საგრძობლად დაბალია და სასტუმროებიც 40%-მდე ფასდაკლებებს გვთავაზობენ.

იყიდეთ სამგზავრო ბარათები
ევროპის ბევრი ქალაქი გვთავაზობს სამგზავრო ბარათებს, რომლის მეშვეობითაც დავზოგავთ ფულს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე ფასდაკლებები მოქმედებს მუზეუმებსა და გალერეებში. ასეთი სამგზავრო ბარათების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ ან ვიზიტორთა ცენტრებში.

იმგზავრეთ ავტობუსით
ამერიკისგან განსხვავებით ევროპის ავტობუსები მისაღები გზაა სამოგზაუროდ. ავტობუსები სუფთაა, თანამედროვე, საპირფარეშოთი და უფასო Wi-Fi. ავტობუსით მგზავრობა ლონდონიდან პარიზამდე 15 ევრო დაგიჯდებათ. ზოგჯერ ავტობუსით გადაადგილება უფრო სწრაფიც კია ვიდრე მატარებლით.

Leave a Reply