Image Alt

ტაილანდი საოცრებათა ქვეყანა

რა უნდა ვიცოდეთ ტაილანდში მოგზაურობისას!
თუ თქვენ გადაწყვიტეთ დასასვენებლად ტაილანდში გაემგზავროთ TRIP TRAVEL გაძლევთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მოგზაურობას ნამდვილად გაგიადვილებთ..1. ქვეყნის ვალუტაა ტაილანდური ბატი. ყველანაირი ფულადი ოპერაცია ამ ვალუტით ხორციელდება. ( დოლარი, ევრო და მითუმეტეს ლარი ქვეყანაში არ გამოგადგებათ) ამიტომ ჩაფრენისთანავე გირჩევთ გადაცვალოთ ვალუტა ნებისმიერი ადგილობრივი ბანკის ოფისში.
2. ტაილანდს ყავს მეფე და დედოფალი. ადგილობრივი მოსახლეობა უდიდეს პატივს სცემს მათ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ გააკრიტიკოთ ან იხუმროთ სამეფო ოჯახზე, ამან შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ.
3. ქვეყნის ყველა სანაპირო ეკუთვნის მეფეს და ისინი უფასოა. თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ ნებისმიერ სანაპიროზე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ტერიტორიაზეც კი. კერძო სანაპიროები ტაილანდში არ არსებობს და არავის აქვს უფლება მოითხოვოს რაიმე გადასახადი.
4. ტრანსპოტრი ქვეყანაში გამართულად მუშაობს. ავტობუსები საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია. მიმოსვლა ყველა დასახლებულ პუნქტებს შორისაა შესაძლებელი. ასევე მოძრაობენ მიკროავტობუსები და ე.წ. სონგტეუ (პიკაპები). ტაილანდის ზოგიერთ რეგიონში გზა საკმაოდ ვიწრო და სახიფათოა, ამიტომ ნებისმიერი ტრანსპორტის სარგებლობისას აუცილებლად შეიკარით ღვედი. 5. თუ რომელიმე ადგილობრივმა ფარანგი-გიწოდათ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შეურაცხყოფად. ასე ტაილანდელები ეძახიან ნებისმიერ ევროპელს და ამაში საწყენი არაფერია.
6. ნარკოტიკის შენახვასა და გაყიდვისთვის ქვეყანაში სიკვდილით დასჯაა.
7. ტაილანდს ნებისმიერ ადგილას საკვების მიღების შემდეგ ასე ვთქვათ ჩაიზე ხურდას ნუ დატოვებთ. არავინ არ გიწყენთ, თუ ზუსტად საკვების საფასურს გადაიხდით და ოფიციანტს არაფერს არ დაუტოვებთ.
8. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში სულ ცხელა, ერთი-ორი თბილი ნივთი მაინც იქონიეთ. თვითმფრინავებში, ავტობუსებში, კინოთეატრებში და სხვა ადგილებში საკმაოდ გრილა.
9. თავი- წმინდაა, ფეხები- ბინძურია. არ შეეხოთ ადგილობრივებს თავზე, მათ შორის ბავშვებსაც. (ამას შეურაცხყოფად მიიღებენ). ზოგიერთ მაღაზიაში შესვლის წინ ფეხზე უნდა გაიხადოთ, ნებისმიერ საცხოვრებელ სახლში შესვლისას კი ფეხზე გახდა აუცილებელია.
10. საჭმელი იყიდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ხშირ შემთხვევაში პატარა საკვებ წერტილებში ნაყიდი ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე რესტორანში. აი ლუდის შეკვეთისას კი წინასწარ გააფრთხილეთ მიმტანი, რომ ყინულის გარეშე მოგიტანონ. (ძალიან ხშირად ლუდი ყინულით მოაქვთ).
11. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტუალეტებს- ისინი უბრალოდ არაა. (გამონაკლისს წარმოადგენენ სადგურები და აეროპორტები). მაგრამ ნუ შეშინდებით, თუ ასეთი საჭიროება დადგა, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ კაფეში ან მაღაზიაში შეხვიდეთ და ტუალეტი მოითხოვოთ, უარს არავინ არ გეტყვით.
12. ტურისტებისთვის ტაილანდში არსებობს სპეციალური “ტურისტული პოლიცია”, იმ შემთხვევაში თუ რამე გაგიჭირდათ, შეგიძლიათ მიმართოთ და აუცილებლად დაგეხმარებიან. იმედი გვაქვს TRIP TRAVEL-ის რჩევები გამოგადგებათ და ტაილანდში მოგზაურობა დაუვიწყარი იქნება თქვენთვის.