Image Alt

ულამაზესი პრაღა

ევროპის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზი და შთამბეჭდავია.
პრაღა არის ქალაქი, სადაც იქაური მაცხოვრებლებიც ყოველდღე აღმოაჩენენ ხოლმე ახალს და საინტერესოს. ადგილობრივებისთვისაც ეს ქალაქი ისეთივე ამოუცნობია, როგორც იქ ჩასული ტურისტისტებისთვის, რომლებიც პირველად სტუმრობენ ჩეხეთის დედაქალაქს.

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს, რომელიც დროისა და კონტექსტის მიხედვით ეწოდა. მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“.1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

პრაღაში მოგზაურობისას აუცილებლად ხელზე გქონდეთ იაქური ვალუტა – კრონა (ჩეხეთი არ არის ევროზონის წევრი ქვეყანა). რასაკვირველია, შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანკო პლასტიკური ბარათები, მაგრამ ქართულ საბარათე ანგარიშებზე არ არის მიბმული ჩეხური ვალუტა და სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებისას კონვერტაციის ორმაგი ხარჯის გაღება მოგიწევთ. ასევე მაღალია საკომისიო ხარჯი ნაღდი ფულის (მაგალითად, დოლარი-კრონა) ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში გადაცვლისას (ზოგიერთ მათგანს მომსახურების საკომისიო შეიძლება 0% ეწეროს, მაგრამ აუცილებლად დაგიმატებენ კონვერტაციის ხარჯს).
თუმცა არის ვალუტის ერთი გადამცვლელი პუნქტი „მანგო“ ვაცლავის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნამდვილად უპროცენტოდ მოახდენთ ვალუტის გადაცვლას.

საკვები:
აუცილებლად დააგემოვნეთ სუპი პურში. კანჭის მენიუ, ასევე ტკბილეულის მოყვარულთათვის შესანიშნავია ჩეხური რულები დარიჩინითა და ნიგვზით.

სასმელი:
ლუდი-სტაროპრომენი, პილსნერი, სპეციალურად ქალებისათვის პილსნერის ველვეტი.
ძველი პრაღის მოედანზე დაესწარით “მოციქულების სვლა”-ს. ასტრონომიული საათი ყოველ კენტ საათებში რეკავს, სარკმლები იხსნება და მოციქულები ტრიალებენ. ამ სანახაობას უამრავი ტურისტი ესწრება. თუ ცოტა ადრე მოინდომებთ ამ სანახაობაზე დასწრებას, იქვე მდებარე კაფეში შეგიძლიათ ადგილიც კი იპოვოთ, სადაც უგემრიელესი ტკბილეულია.

ლენონის კედელი:
თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები „ბითლზის“ სიმღერებიდან. ამას პროტესტის ნიშნად ის ახალგაზრდები აკეთებდნენ, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ.

თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ – ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებსა და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს. სიტუაცია გამძაფრდა ლენონის მკვლელობის შემდეგ. საყვარელი მომღერალი მათ თვალში ახლა უკვე გმირად იქცა
მიუხედავად იმისა, რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით. ღამღამობით მიდიოდნენ და ისევ წერდნენ სტრიქონებს საყვარელი სიმღერებიდან და არც თავისი ოცნებები ავიწყდებოდათ… ოცნებები გრაფიტის მსგავს ფერად თავისუფლებაზე, რომელიც სადღაც სხვა, უხილავი კედლის მიღმა იმალებოდა.
რასაკვირველია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები ბევრისთვის გამაღიზიანებელი იყო. ჩეხ ახალგაზრდებს რეჟიმის დამცველებისთვის კედელზე მესიჯების დატოვებაც არ ერიდებოდათ, რამაც მოგვიანებით, 1988 წელს, კარლის ხიდის სიახლოვეს შეტაკება გამოიწვია პოლიციასა და ჩეხ ახალგაზრდებს შორის.

ტრანსპორტი:
გირჩევთ, რომ ფეხით იაროთ, ასე ბევრად უკეთსად დაათვალიერებთ და აითვისებთ პრაღას, აღმოაჩენთ არაცნობილ, თუმცა ძალიან ლამაზ ადგილებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაადგილების ძირითადი საშუალებაა ტრამვაი, რომლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში და გაჩერებებზე დამონტაჟებული ავტომატების საშუალებით. შეიძინეთ ბილეთები, რომლებსაც მოქმედების 30 წუთიანი პერიოდი აქვთ (ბილეთის გმაოყენება ხანგრძლივობა – შეძენილი ბილეთის მიხედვით (30 წუთი, 1 საათი, 24 საათი).